დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოში შეხვედრებს მართავს
19-04-2017, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტად სტრასბურგში იმყოფება. დავით ზალკალიანმა ვიზიტისას შეხვედრა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე გამახვილდა.

 

 

ქართულმა მხარემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების გამო, ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

 

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. რუსეთის მხრიდან გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯად შეფასდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები, ასევე ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში.

 

 

დავით ზალკალიანმა აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების, ასევე რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას და ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადების პრაქტიკას.

 

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინისტრის პირველი მოადგილე ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მუდმივმა წარმომადგენლებმა მიულოცეს საქართველოს ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რაც მნიშვნელოვან წარმატებად შეფასდა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

 

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროპის საბჭოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების რეგულარული განხილვის მნიშვნელობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი