გიორგი გახარიამ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გამართა
19-04-2017, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებული სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის“ ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა. 

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ხდება სააგენტოს ტრასფორმირება და ის იმუშავებს სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში.“

 

 

დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო გააერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს. შესაბამისად, ერთი ქოლგის ქვეშ სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით განვითარდება „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი,“ „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“.

 


„ჩვენი გეოგრაფიული ლოკაციიდან, ბიზნესგარემოდან, საკანონმდებლო ბაზიდან და საგადასახადო სფეროდან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული შანსები იმისთვის, რომ დიდი ეკონომიკების სავაჭრო ბრუნვა გადმოვიტანოთ ჩვენს მიმართულებაზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გვქონდა ზრდა, ასევე დღეს ექსპორტში გვაქვს 30% - იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზრები და მოთხოვნა სტაბილურდება. შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ყველა რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ექნება საკმაოდ ძლიერი ეფექტი წარმოების, ექსპორტის და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, ამაშია ამ კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების ძირითადი ფასეულობა“ აღნიშნა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 


მინისტრის თქმით, განახლებული, გაძლიერებული სააგენტო ახალი ძალებითა და განახლებული მენეჯმენტით დაიწყებს საქმიანობას. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უხელმძღვანელებს მარიანა მორგოშია, უწყების საქმიანობას კი კურირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გაუწევს.

 


„რაც შეეხება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სამ კომპონენტს: „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი:“ ეს კომპონენტი მუშაობას გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებულის გაფართოება/დივერსიფიცირებისთვის. აღნიშნული კომპონენტი იქნება მაქსიმალურად დინამიური და განვითარდება ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.

 


ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ფრონტ-ოფისს, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის მეწარმეებს და უფრო გაამარტივებს წვდომას ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებზე. ფრონტ-ოფისი იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით - ეს იქნება ბიზნესჰაბი, რომელიც მეწარმეს ბიზნესის დასაწყებად საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს და საშუალებას მისცემს მას, დაზოგოს დრო და რესურსები. მოგვიანებით ფრონტ-ოფისი შეუერთდება ბიზნესსახლს და მის ბაზაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

 


„აწარმოე საქართველოში - ექსპორტი:“ გაფორმებული ან მოლაპარაკებების პროცესში მყოფი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული ექსპორტისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართველ ექსპორტიორთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება.

 


ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება აქამდეც სააგენტოს ნაწილი იყო, თუმცა, დღეს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელ კომპონენტად გამოიყოფა და მოხდება მისი თვისობრივად გაძლიერება. ეს კომპონენტი იქნება ერთგვარი მედიატორი ქართველ მეწარმეებსა და უცხოელ შემსყიდველებს შორის. ამის გარდა, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ქართველი მეწარმეების ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უცხოურ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ცალკეულ შემთხვევებში, სხვა მეწარმეებთან გაერთიანება საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად.

 


„აწარმოე საქართველოში -ინვესტიცია:“ განახლებულ სააგენტოში ერთიანდება „Invest in Georgia“. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის. მისი ფუნქცია იქნება საქართველოს პოპულარიზაცია. ინვესტორებთან ურთიერთობა გადავა ხარისხობრივად ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე, განვითარდება ინვესტორებისთვის საქმიანობის დაწყების შემდგომი საკონსულტაციო მომსახურება.

 


ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს საელჩოებში სხვადასხვა ქვეყნებში. კომერციული ატაშეების საშუალებით შესაძლებელი გახდება საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში", აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი