ვახტანგ გომელაური: ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს
19-04-2017, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსი ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

 

 

„ბოლო წლებში მსოფლიოსა და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის პრიორიტეტებს განეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა და მათგან მომდინარე საფრთხეების შეკავება, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის საპასუხოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის განვითარება, უწყებათშორისი კოორდინაციის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმითაც, სერიოზული გამოწვევაა ამ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, მოქალაქეების უკანონო დაკავება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები.

 

 

საანგარიშო პერიოდში სამსახური მონიტორინგს უწევდა ადგილზე არსებულ ვითარებას და ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მონაწილეობდა ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეებს აცნობდა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. 2016 წლის მაისში ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. გასულ წელს გალში IPRM-ის 6, ხოლო ერგნეთში 11 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე უსაფრთხოების სამსახური მუდმივად სვამდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობის, ასევე საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების საკითხებს. ჟენევის დისკუსიებისა და IPRM-ის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას საქმე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიერ სასტიკად იქნა მოკლული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, განაცხადა გომელაურმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი