თემთა პალატამ ტერეზა მეის წინადადებას, დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე არჩევნების 8 ივნისს ჩატარებასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა
19-04-2017, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მოწოდებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარებასთან დაკავშირებით.

 


BBC-ის ცნობით, თემთა პალატამ უმრავლესობით, 522 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრემიერ მინისტრის წინადადებას, რომლის დამტკიცებისთვისაც ხმების 2/3-ზე მეტი იყო საჭირო. მეის მოწოდებას მხარი დაუჭირეს „ლეიბორისტებმა“ და „ლიბერალ-დემოკრატებმა“.

 


ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები გააძლიერებს მის მანდატს „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში და უზრუნველყოფს სიცხადეს მომავლისთვის.

 


დიდ ბრიტანეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2020 წლისთვის მოელოდნენ, მაგრამ საპარლამენტო აქტი რიგგარეშე არჩევნების გამართვის საშუალებას იძლევა, თუ კი მას დეპუტატების 2/3 დაუჭერს მხარს.

 


თავისი გადაწყვეტილების დაცვისას ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ არსებობს „ხელსაყრელი შანსი“ ჩატარდეს არჩევნები მანამ, სანამ „ბრექსიტის“ მოლაპარაკებები ივნისში სერიოზულად დაიწყება და რომ ქვეყანას ესაჭიროება „ძლიერი ხელმძღვანელობა“ აღნიშნულ პროცესში წარმატების მოსაპოვებლად.

 


ტერეზა მეიმ, რომელიც პრემეირ მინისტრი გასული წლის ივლისში, ევროკავშირის რეფერენდუმზე „ბრექსიტის“ - დიდი ბრიტანეთის ამომრჩევლის მიერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის ხმის მიცემისა და პრემეირ მინისტრის პოსტიდან დევიდ ქამერონის გადადგომის შემდეგ გახდა - თემთა პალატაში სპეციალური დებატებისას განაცხადა, რომ „მართებული და გონივრულია“ არჩევნები ჩატარდეს ახლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „5 წლის განმავლობაში სტაბილურობა და გარკვეულობა“ და მოხდეს დიდი ბრიტანეთის მომზადება ევროკავშირის გარეთ ცხოვრებისათვის.

 


SNP-იმ მეი პოლიტიკურ ოპორტუნიზმში დაადანაშაულა, მაგრამ ოთხშაბათს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ 9 დეპუტატი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა, ისევე როგორც 3 დამოუკიდებელი დეპუტატი და SDLP-ის წარმომადგენელი ალისდარ მაკდონელი.

 


მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დათხოვნა მაისის დასაწყისამდე ოფიციალურად არ მოხდება, საარჩევნო კამპანია უკვე მიმდინარეობს.

 

 

მეიმ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ლიდერთა არც ერთ სატელევიზიო დებატებში, რასაც „ლეიბორისტების“ - მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის და სხვების კრიტიკა მოჰყვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი