საქართველოს პრემიერ მინისტრმა წაბლანის ეკოლოგიური ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
19-04-2017, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა წაბლანის ეკოლოგიური ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 


მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში იმყოფებოდა, სადაც 28 წლის წინ, 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული 1989 წლის 9 აპრილით გამოწვეული იარა, როდესაც 19 აპრილის ტრაგედიამ 23 ადამიანი შეიწირა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მაღალმთიანეთის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე საოცარია უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრები ადამიანების თვალსაზრისით.

 


აქ ცხოვრობენ განსაკუთრებულად კეთილშობილი და განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანები. საქართველოში არაერთი მთიანი კუთხე დაიცალა სამწუხაროდ. საოცარია, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ურთულეს პირობებში ადამიანები არ ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ამაგრებენ ამ კუთხეს, ინარჩუნებენ იმ კულტურულ სიმდიდრეს, რომლითაც ასე მდიდარია მთიანი აჭარა. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გმირობის და პატრიოტიზმის წინაშე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორის ბევრი შაინიძეა და გაიხსენა მამის მეგობარი ვალერიან შაინიძე, რომელმაც აჭარა შეაყვარა.

 


ჩვენ ჩამოვდიოდით ხოლმე ძალიან ხშირად ბათუმში და ეს ადამიანი იყო ჩვენი მასპინძელი. მე განსაკუთრებით დადებითი ემოციები მაკავშირებს. ალბათ წარმოშობით ისიც აქედან იყო. იცოდეთ, რომ თქვენი და ჩვენი ტკივილი არ არსებობს, არსებობს ჩვენი საერთო ტკივილი, საერთო ვარამი და ამ სოფლის მცხოვრებთა ტკივილი არის ჩვენი ტკივილი",  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, სამწუხაროდ წლების მანძილზე გადაუწყვეტელი პრობლემა დღეს გადაწყვიტოს და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, ასევე, სახელმწიფოსთან ერთად, პროცესში ჩართულია ინვესტორი კომპანია აჭარისწყალი" და შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ.

 


ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა გეგმებიც გვაქვს მთიან აჭარასთან მიმართებაში. ეს გზა, რომელიც მშენებლობის შედეგად დაზიანდა, აუცილებლად გაიმართება და იქნება ევროპული სტანდარტის სამთო გზის შესაბამისი. აუცილებლად აშენდება ხულო-ზარზმის, ხულო-ბეშუმის გზა. უკვე დავიწყეთ მთიანი აჭარის გაზიფიკაცია და ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე; გაზსადენის მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილია. ძალიან ბევრი რამ გაკეთდება და შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ რაიონის მცხოვრებლები ძალიან მარტივად დაუკავშირდებიან ქალაქ ბათუმსა და სხვა რაიონებს სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით. ყველა თქვენგანი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ძალიან მდიდარ კუთხეს, მაგრამ ყველაზე მეტად მდიდარს კულტურულ-ტრადიციული სიმდიდრით კიდევ უფრო ამდიდრებს. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა ამ თვალსაზრისით - ჩვენ ერთად ვაშენებთ ძალიან ძლიერ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო ჰქვია. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ამ კუთხის მცხოვრებლებს და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი ვარამი და ჩვენი სიხარული ერთია, ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი, ძლიერი საქართველოს მშენებლობის სურვილი. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ", მიმართა პრემიერ მინისტრმა მოსახლეობას.

 


მემორიალთან პრემიერ მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი