აშშ ირანს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციასა და რეგიონში ამერიკის ინტერესების ძირის გამოთხრაში სდებს ბრალს
19-04-2017, 22:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ბრალი დასდო ირანს „მიმდინარე პროვოკაციების შეშფოთებაში“, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია და რეგიონში ამერიკის ინტერესების ძირის გამოთხრაა.

 


„შეუკავებელ ირანს გააჩნია პოტენციალი იმოგზაუროს იმავე გზაზე, როგორც ჩრდილო კორეამ და წაიყვანოს მსოფლიო მასთან ერთად“, განაცხადა ტილერსონმა.

 


უფრო ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანება გამოსცა გადაიხედოს ირანის ბრთვული შეთანხმება.

 


მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, შეერთებული შტატები აღიარებს, რომ თეირანი ასრულებს 2015 წლის შეთანხმებას.

 


ირანს ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 


ოფიციალურმა თეირანმა დასავლეთის ბრალდებები, რომ ის ოდესმე ცდილობდა ბირთვული იარაღის განვითარებას, არაერთხელ უარყო.

 


ოთხშაბათს ტილერსონმა განაცხადა, რომ ირანის განხილვა, რომელიც მან ერთი დღით ადრე კონგრესისადმი წერილში გამოაცხადა, არა მხოლოდ გადახედავს თეირანის შესაბამისობას ბირთვულ შეთანხმებასთან, არამედ მის ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში.

 


ტილერსონმა ბრალი დასდო ირანს შეერთებული შტატების ინტერსების ძირის გამოთხრაში ლიბანში, სირიასა და იემენში.

 


„ირანის ყოველმხრივი პოლიტიკა საჭიროებს იმას, რომ ჩვენ თვალი გავუსწოროთ ყველა საფრთხეს, რომელსაც ირანი წარმოშობს, და ნათელია, რომ საფრთხეები ბლომადაა“, თქვა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი