საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
20-04-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან გამართა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.



სხვა საკითხებთან ერთად, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან ასევე დაადასტურა, რომ გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა და საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი