სასამართლომ სამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
20-04-2017, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ სამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით. 

 


 სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს ქ. საგარეჯოში, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევს ვ.ჯ.-ს მეუღლის დეიდაშვილთან თ.ბ.-სთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არსებული ვალის გამო ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა.

 

 

განაწყენებულმა ვ.ჯ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა იმავე დღეს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს, შემდეგ კი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი.

 


სამართალდამცველებმა ვ.ჯ.  იმავე ღამეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა.

 


სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი