ლევან მამალაძე, მისი და ემზარ კვიციანის მკვლელობას აანონსებს: სააკაშვილი ჩემს მოსაკლავად ქილერის შერჩევის პროცესშია
02-04-2015, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

“სააკაშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლა დაგეგმა!” -ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას სოციალურ ქსელში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე. ყოფილი გუბერნატორის თქმით, სააკაშვილი მის მოსაკლავად ქილერის შერჩევის პროცესშია.


“სააკაშვილს ჩემი განადგურება თავიდანვე უნდოდა. როცა შევარდნაძის მთავრობის წევრები მასთან გარიგებას ცდილობდნენ, მიშა კორუბციაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ვამხილე. დუჟმორეული მიშა სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან. 2003 წელს ხელისუფლების ხელში ჩაგდების დღიდან,მიშას ჩემი განადგურების დიდი შანსი მიეცა. ბინძური პიარი ამიგორა ხალხის განწყობის შესაქმნელად და სამართალდამცავებს დაავალა ჩემი შებყრობა.

 

2004 წლის იანვარში , მაშინდელმა შსს მინისტრმა გია ბარამიძემ პირდაპირ მითხრა „ არ ჩამოხვიდე მიშას შენი მუკვლა უნდაო“. ეხლა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან აფარებს თავს და იარაღით ვაჭრობაში დიდ ფულს შოულობს, ხოლო თავისი ზონდერების კილერებად გაწვრთნა უკრაინის ომში მას არ გაუჭირდება.

 

მიშამ საქართველოში აქციებთ სიტუაცია ვერ ააგორა, შეკვეთილი მკვლელობებით კი მოიშორეს იური ვაზაგაშვილი და ბესიკ ხარძიანი, მას შემდეგ რაც მათ თვითონ, გამოიძიეს საქმეები და ღიად დაასახელეს დამნაშავენი, სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე სააკაშვილის „ზონდერები“. ბოლო პერიოდში პროკურატურის სისტემა ინტენსიურად თავისუფლდება სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა გამპრავებლებისაგან. ჩემი სამშობლოში სამართლებრივი გზით დაბრუნება რეალური გახდა. მიშამ კარგად იცის , საქართველოში ჩემი დაბრუნება და მისი გასამართლება ერთი იქნება. სააკაშვილისეულ მოსშორებელთა სიაში ჩემი გვარის არსებობა გასაკვირი ნამდვილად არ არის. კიევში მისი გარემოცვიდან დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს და უკრაინული პრესაც პირდაპირ წერს, რომ სააკაშვილი ჩემ მოკვლას გეგმავს. ასევე ემზარ კვიციანის, რომელმაც ბევრი იცის მიშას ბინძური გარიგების შესახებ რუსებთან, რის შედეგადაც დაიკარგა აფხაზეთი და უბრძოლველად ჩააბარდა კოდორი. უკრაინაში სააკაშვითან დაახლოებული პირები, იმასაც მეუბნებიან, რომ მიშა კილერის შერჩევის პროცესშია, პრობლემა ჩემი ადგილსამყოფელის დადგენა ყოფილა.

 

სერიული მკვლელობები საზოგადოებაში პანიკას და ხელისუფლების დაბნეულობას იწვევს, ამის მიღწევას ცდილობს მიშა. სააკაშვილს ერთი მიზანი აქვს, მოკლას და გაანადგუროს მოწინააღმდეგები, საქართველო კი სულაც დაშლილიყოს, მათავარია რევანშით დაიბრუნოს სავარძელი. მე მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას! არ შეუშინდეს დაგეგმილ პროვოკაციებს, დროულად გაწმინდოს სამართალდამცავი სტრუქტურები ჩასაფრებული მიშისტებისგან, რაც სერიულ მკვლელთა დადგენას დააჩქარებს. თუ რეალურად გინდათ სააკაშვილის გასამართლება, საქართველოს მთავარ პროკურტურას ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი აქვს სამსობლოში ჩემს დასაბრუნებლად”, – წერს ლევან მამალაძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი