რობერტ ონდრეცსაკი: ერთმანეთს მნიშვნელოვან პარტნიორებად მივიჩნევთ - სლოვაკეთი აფასებს საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ეგიდით მიმდინარე და სხვა საერთაშორისო მისიაში
20-04-2017, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ვიზიტად სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რობერტ ონდრეცსაკი იმყოფება. დღეს სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

 


ლელა ჩიქოვანმა რობერტ ონდრეცსაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და ტრანსფორმაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

 


შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული პროექტების განხორციელება იყო. ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის იმპლემენტაციის პროცესში სლოვაკეთის როლზე ისაუბრა და სტუმარს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის პროექტის ფარგლებში ექსპერტის მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და პერსპექტივები გამოკვეთეს.

 


საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს ახლო მომავალში თავდაცვის მინისტრებს შორის სტრატეგიულ დონეზე შეხვედრის აუცილებლობას და მნიშვნელობას.

 


შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოლეგა შემოდგომაზე დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი