სააპელაციო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილის, ლევან ქარდავას და ვასილ ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
20-04-2017, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააპელაციო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილის, ლევან ქარდავას და ვასილ ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი.

 


სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული“ პროგრამა, განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.

 


2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე ბ.სურმავაზე განახორციელეს ზემოქმედება და დაიყოლიეს ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბ.სურმავა ფარულად იწერდა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ მიზნებისთვის, შ.ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა 150 000 ევროს ოდენობით.

 


2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული უკანონო ჩანაწერები ბ. სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს ინტერნეტსაიტ “youtube”-ის მეშვეობით.

 


გარდა ზემოაღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს „მეცხრე არხის“ საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შპს „ლასარეს“ კუთვნილ საბაჟო ტერმინალში ელექტროშოკის გამოყენებით მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს „ფინსერვისის“, შპს „ბურჯის“ და სს „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა. დაზიანების შედეგად, ხსენებულ კომპანიებს ჯამში 813 114,49 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

 


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა დამნაშავედ იქნენ ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე განაჩენით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ„ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი