მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატო-ს სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება
20-04-2017, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს წევრობისთვის. ეს არ არის ჩვენი განაცხადი, ეს არის დაფიქსირებული როგორც მინისტრების დეკლარაციაში, ასევე ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.

 


მინისტრის განცხადებით, 25 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს მინი-სამიტი მთლიანად უკავშირდება აშშ-ისა და ალიანსის სხვა წევრების შემდგომი ურთიერთობების განხილვას და პოზიციების შეჯერებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამიტის ფარგლებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი - მონტენეგროს წევრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ღია კარის პოლიტიკის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი სიგნალია ყველასათვის.

 

 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ნატო და ალიანსის წევრი ქვეყნები ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და დღეს საქართველოს გააჩნია ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.

 

 

„ჩვენი პრაქტიკული ინსტრუმენტებია პირველ რიგში, ყოველწლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქათველოს კომისიის ფორმატი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი პაკეტი საქართველოს ხდის სრულად თავსებადს ნატოსთან და ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, რაც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ წინაპირობას წევრობისთვის“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების" ეთერში.

 

 

მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხზე, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ამ პროცესს უდგება პრაგმატულად და მუშაობს პრაქტიკულად, როგორც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების, ასევე ალიანსში კონსესუსის მიღწევის საკითხებზე.

 

 

მინისტრის შეფასებით, საქართველოს ნატოსთან აქტიური დღის წესრიგი აქვს, ამის დასტურია 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები.

 

 

მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოში გასამართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი