მიხეილ ჯანელიძე: ნებისმიერი ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
20-04-2017, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების" ეთერში გააკეთა.

 

 

მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გავლით სომხეთში სატრანზიტო გადაზიდვების აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.

 

 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმება ორ წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს შეეხება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის კონტროლს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი - მესამე მხარის მიერ განხორციელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის დაკვირვება, რაც შესაბამისად გულისხმობს მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. მინისტრის განმარტებით, ეს არის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რაც მხარეების მიერ სხვა ვალდებულებებს არ გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი