ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
21-04-2017, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. უკვე ყოფილი გუბერნატორის თქმით, განცხადება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით უკვე დაწერა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია „სხვა სამსახურში" რომელ სტრუქტურასა და პოზიციას გულისხმობდა. ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი.

 

 

,,პრინციპში დიდი ხანია ვაპირებდი, რომ გამეგრძელებინა სამსახური ისეთ სამსახურში, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტ საინტერესო საქმეს გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. რა გამოცდილებაც შევიძინე, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვემო ქართლელებს, ზოგადად ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, იმიტომ, რომ ყველამ იცით და ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რომელიც არის ქვემო ქართლში და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო, პრიორიტეტული და ქვეყნისთვისაც საინტერესო საქმის კეთება უნდა გავაგრძელო, უფრო სერიოზული ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თქვენ უახლოეს ხანში ამასაც გაიგებთ. განცხადება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით უკვე დავწერე“, განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი