კოკა ყანდიაშვილი: მიკვირს ამით პროკურატურა რატომ არ ინტერესდება; რა უძრავ-მოძრავი ქონება გაქრა საზოგადოებრივი მაუწყებლის აქტივიდან "ნაცმოძრაობის" დროს
21-04-2017, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ.

 


საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბარში, კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ხელმძღვანელის, ვასილ მაღლაფერიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში ტელევიზიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 450 მილიონი ლარია გახარჯული და ეს იმ ფონზე, როდესაც არხის კონკურენტუნარიანობა და რეიტინგი დაბალი იყო.

 


"აღნიშნული 450 მილიონი ლარი ჩვენი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობამ გადახდილი გადასახადების სახით ამოიღო ჯიბიდან და საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა, რომელმაც 10 წლის განმავლობაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა და ვერაფერი შემოგვთავაზა გარდა მდაბიო პროდუქციისა.

 


რაც შეეხება 450 მილიონს, ეს ძალიან პირობითი რიცხვია, სინამდვილეში კი ამ თანხას მინიმუმ 200 მილიონი უნდა მივუმატოთ, რადგან ეს 450 მილიონი მხოლოდ საბიუჯეტო თანხაა, ტელევიზიას კი საკუთარი, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გააჩნია, იქნება ეს რეკლამიდან და სპონსორობიდან შესული თანხები, იჯარით გაცემული პავილიონების ქირა თუ კონკრეტული პროექტების დაფინანსება"-განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

 


ჟურნალისტის თქმითვე, გარდა თანხების ხარჯვისა, შესასწავლია ტელევიზიის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების საკითხებიც, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბევრი აქტივი გამქრალია.

 


"საზოგადოებრივი მაუწყებლის ბევრი სხვა ქონება, - მიწები, შენობები, დღეს ამ ტელევიზიას აღარ ეკუთვნის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა ობიექტები მცხეთაში და საგურამოში. დღეს ეს ობიექტები მის საკუთრებაში აღარაა, აგრეთვე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ ეკუთვნის თბილისის ცენტრში იმ მიწის დიდი ნაწილი, რომელსაც ის ფლობდა და სადაც დღეს ტელევიზია ფუნქციონირებს. ძალიან მიკვირს რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს და სურვილიც არ აქვთ გამოიძიონ. ძალიან საინტერესოა რატომ არ ინტერესდება პროკურატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობით და მის საკუთრებასი არსებული უძრავი ქონების გაქრობით" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ ბოლო10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორები იყვნენ თამარ კინწურაშვილი, რომელიც გიგა ბოკერიას კადრად მოიაზრებოდა და ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად, მოგვიანებით კი გიგა ბოკერიას მოადგილედ მუშაობდა უშიშროების საბჭოში.

 


კინწურაშვილი მოგვიანებით ლევან ყუბანეიშვილმა შეცვალა, ხოლო მის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს გია ჭანტურია, მოგვიანებით კი გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 


საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" ოდნავ მოგვიანებით მოგაწვდით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას და აგრეთვე, ეცდება გაარკვიოს იმ უძრავ-მოძრავი ქონების ბედი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ტელევიზიის საკუთრებიდან გაქრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი