უნგრეთის პრემიერ მინისტრი: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საქართველო-უნგრეთის შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა იმისთვის, რომ განვავითაროთ ეკონომიკური კავშირები
21-04-2017, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღნიშვნა ჩემთვის არის დასტური იმ შესანიშნავი კონტაქტებისა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და რომელსაც მომავალშიც განვაგრძობთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„ჩვენთვის ეს ურთიერთობა განსაკუთრებულია. ჩვენ არასოდეს ვმალავდით, რომ უნგრელები ვართ ერი, რომელმაც მიგრაცია განახორციელა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ჩვენ ვამაყობთ იმ კვლევებით, რომელსაც ატარებენ ჩვენი მეცნიერები კავკასიაში და ვცდილობთ, ვიპოვოთ კავშირები, რომლებიც წარსულში არსებობდა. ასევე ვცდილობთ, გავაღრმავოთ კულტურული კავშირები. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად ნათესავები ვართ და ჩვენი ერი ამაყია იმით, რომ ერთმანეთთან მეგობრობს და ერთმანეთს მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს მომავალი მეგობრობისა. დამოუკიდებლობა საკმაოდ რთული ამოცანაა. ორივე ქვეყანას გააჩნია იმპერიის ნაწილად ყოფნის ისტორია. იმპერიები დაიშალა და დღეს ჩვენ სუვერენული სახელმწიფოები ვართ. საქართველომ შეძლო, ათასწლეულების განმავლობაში შეენარჩუნებინა თავისი კულტურა. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა სავაჭრო მიმართულება არ არის ისეთ მაღალ დონეზე, ამიტომ, ჩვენი ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ მზადყოფნა, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნების პოტენციალი.

 


ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საქართველო-უნგრეთის შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა იმისთვის, რომ განვავითაროთ ეკონომიკური კავშირები. ჩვენი სურვილია, მივიღოთ მონაწილეობა თქვენს ეკონომიკურ მოდერნიზაციაში, გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები და უნგრეთის მხრიდან ეს სურვილი გაძლიერდება. უნგრეთის მხრიდან 90 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება სავაჭრო მიმართულებით. მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ თანამშრომლობის ეს ჩარჩო უნდა გავაფართოოთ.

 


ბიზნესდელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან უნგრეთში, მუშაობენ ურბანულ, ფარმაცევტულ, სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქციის და სამშენებლო სფეროებში. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ამ დელეგაციებს.

 


ჩვენ ასევე დიდი სიამოვნებით ვიღებთ ქართველ სტუდენტებს. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალი ინვესტიციები განათლების მაღალი დონიდან გამომდინარეობს. ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველო და უნგრეთია, ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გამოიყენონ.

 


მე გამოვედი წინადადებით, სოფლის მეურნეობისა და ინგლისური ენის შესწავლის სფეროში გაფართოვდეს ქართველი სტუდენტების მონაწილეობა. ჩვენ მივესალმებით საშუალო განათლების და სკოლის მოსწავლეებს უნგრეთში და მინდა აღვნიშნო, რომ ის გზა, რომელსაც გავდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის.

 

 

ჩვენ მივიწვიეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპისა და უნგრეთის სამიტზე, რომელიც სექტემბერში ბუდაპეშტში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სამიტზე საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი იქნება.

 


მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომელმაც აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, უვიზო რეჟიმის მიღების პროცესში. უნგრეთი ყოველთვის განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ენთუზიაზმით ვუდგებით ევროკავშირის გაფართოებას და ევროკავშირის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. უვიზო მიმოსვლის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თავისუფლებას გამოიყენებენ. ჩვენ ვაფასებთ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა", განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი