მიხეილ ჯანელიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ
21-04-2017, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე, რაც მისი შეფასებით, საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ხელს უწყობს არასტაბილურობას.

 

 

მინისტრის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

 

 

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ამ გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

 

 

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად აღუდგეს წინ არსებულ საფრთხეებს და შექმნას უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკურად პერსპექტიული გარემო ყველა მოქალაქისათვის. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ გარე აგრესიისა და სხვა უსაფრთხოების რისკებისგან ქვეყნის დაცვა, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური და პირადი თავისუფლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

მინისტრის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგები ცხადყოფს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისკენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

 

 

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირისა და ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროცესში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

 

 

„საერთო ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ. საქართველო მზად არის ნატოსა და ევროკავშირისთვის კვლავ დარჩეს სანდო პარტნიორად რეგიონში, მაგრამ არა მხოლოდ პარტნიორად, არამედ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ორივე ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი - ეს არის საქართველოს მომავალი“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი