საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
21-04-2017, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა დატვირთული დღის წესრიგით ხვდებიან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს, რომელიც 2017 წელს აღინიშნება.

 

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებას შორის კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას. აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პოზიციონირების აუცილებლობა.

 

 

მინისტრებმა შეაჯერეს პოზიციები დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას, ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შედგება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი.

 

 

მხარეებმა მიმოიხილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული სიტუაცია და დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, გაუზიაროს უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემატიკაზე არსებული გამოცდილება.

 

 

შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც შეჯამებულია ორ ქვეყანას შორის ამ პერიოდში არსებული თანამშრომლობა და დასახულია სამომავლო გეგმები და ასევე, 2017-2018 წლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების სამოქმედო გეგმას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი