საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
21-04-2017, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

​საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

 

 

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებების გაგრძელება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევადაა მიჩნეული.

 

 

ერთობლივ დეკლარაციაში მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ საქართველოსა და უკრაინას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების - გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, სუამის-ს და სხვ. ფარგლებში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.

 

 

უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას, მეორე მხრივ უკრაინასთან მიმართებით ევროპარლამენტის მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე.

 

 

ერთობლივი დეკლარაციით მინისტრები შეთანხმდნენ გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

 

დოკუმენტში აღნიშნულია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ასევე შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარებას, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

 

 

დეკლარაციაში დადასტურებულია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, მათ შორის მინისტრებმა დეკლარაციაში დაადასტურეს ინტერესი ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართ, მათ შორის, „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი