თავდაცვის სამინისტრო: მაზარ-ი-შარიფში ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს
22-04-2017, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

 

 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ.

 

 

გუშინ, ავღანურ ქვედანაყოფს, 15 ამბოხებული, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ავღანური ეროვნული არმიის 100-ზე მეტი მოსამსახურე დაიღუპა, ასევე, ავღანური სპეციალური რაზმის ერთი წევრი და ბაზაზე მომსახურე ერთი სამოქალაქო პირი. დაჭრილია ავღანური ბრიგადის 30 წარმომადგენელი. ამ დროის მონაცემებით, თხუთმეტივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი