საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ცენტრისი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი იბრძოლებენ
23-04-2017, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ. 

 


როგორც BBC იუწყება, ხმების 96% დათვლილია და მაკრონმა 23.9%, ხოლო ლე პენმა 21.4% მიიღო. სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 7 მაისს, მე-2 ტურში.

 


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები, 3 დღის წინათ პარიზში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უმაღლესი ზომების პირობებში გაიმართა.

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინებოდა, არჩევნების უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი იყო განლაგებული.

 


საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა, ამავე დროს, საზღვარგარეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ხმის მიცემა შაბათს დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

 


არჩევნებში ერთმანეთს მეტოქეობას 11 კანდიდატი უწევდა, თუმცა, როგორც BBC დილიდანვე იუწყებოდა, პრეზიდენტობის შანსი მათგან 4 კანდიდატს ჰქონდა - „კონსერვატორების“ წარმომადგენელ ფრანსუა ფიონს, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს, „ლიბერალ-ცენტრისტს“, ემანუელ მაკრონს და ულტრა-მემარცხენე ჯინ-ლუს მელენშონს.

 


საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური თემა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო.

 


BBC დილიდანვე წერდა, რომ სრული გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვების შანსი არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი