ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად
23-04-2017, 22:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი, ერთ-ერთი 2 წლის, კვირას, ნიუ იორკის ქუინსის რაიონში, ხანძრის შედეგად, განაცხადა მერმა ბილ დე ბლასიომ და აღნიშნა, რომ ამგვარი საშინელი ხანძარი ქალაქში 2 წელია არ მომხდარა.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ცეცხლი სახლთან ჩავლისას ავტომანქანის მძღოლმა შენიშნა და დაახლოებით დღის 2:30 საათზე ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტში სატელეფონო ზარი განახორციელა.

 


„ჩვენი წარმომადგენლები სულ რაღაც 4 წუთში მივიდნენ ადგილზე, თუმცა სახლი სრულად იყო ცეცხლისაგან მოცული“, განაცხადა ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტის კომისარმა დენიელ ნიგრომ პრესკონფერენციაზე. „სახლში მყოფი 5 ადამიანიდან არც ერთი გადარჩენილა. ეს საშინელებაა, ტრაგიკული დანაკარგი“.

 


მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი 2 წლის.

 


„ჩვენი სამუშაოა, ძირისძირამდე გავარკვიოთ თუ რა მოხდა და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც კი შეგვიძლია, რომ დარწმუნებული ვიყოთ, არც ერთმა ოჯახმა გადაიტანოს ოდესმე ამის მსგავსი რამ“, განაცხადა დე ბლასიომ „თვითერზე“.

 


ნიუ იორკის მერის თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება არკვევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი