თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა
24-04-2017, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.

 


როგორც Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას.

 


„გამოძიების შედეგად დადგენლი პირები შენიღბულად, მოგონილი სახელებითა და კონსპირაციის დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გატარებული ქმედითი საგამოძიებო, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 


საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე ბრალდებულს, 1968 წელს დაბადებულ გ.ხ-ს, 1952 წელს დაბადებულ ვ.ბ-ს და 1950 წელს დაბადებულ ჯ.შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი