თბილისში პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსი ტარდება
24-04-2017, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

24-28 აპრილს NATO-ს ენერგო-უსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების Naval Postgraduate School-ის და სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თბილისში პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი ტარდება.

 


როგორც Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს, კურსი მიზნად ისახავს ამიერკავკასიის რეგიონში ენერგო უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ენერგო უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში NATO-ს როლის განსაზღვრას. კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც კურსის მიმდინარეობისას მიღებულ გამოცდილებას საკუთარ უწყებებში გაავრცელებენ.

 


„დელტა“-ს ინფორმაციით, პირველი რეგიონული ენერგო უსაფრთხოების კურსის მონაწილეები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, გარემოს დაცვის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი