საუდის არაბეთის მეფემ სამოქალაქო მოსამსახურეებისა და სამხედრო პირებისთვის წინანდელ მდგომარეობაში აღადგინა ბონუსები და სპეციალური შემწეობები
24-04-2017, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა სამოქალაქო მოსამსახურეთა და სამხედრო პირებისთვის წინანდელ მდგომარეობაში აღადგინა ბონუსები და სპეციალური შემწეობები, რაც გასული წლის სექტემბერში ნავთობიდან მიღებული დაბალი შემოსავლების გამო მკაცრი ეკონომიის ზომების მიღებიდან გამომდინარე იქნა ჩამოჭრილი.

 


როგორც BBC იუწყება, მეფემ პოსტიდან გაათავისუფლა მისი სამოქალაქო მომსახურების მინისტრი და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის მისი საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო სამსახურებს დაავალა.

 


მან ასევე მისი ვაჟი, პრინცი ხალიდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ ელჩად დაასახელა.

 


მეფემ ასევე გამოსცა განკარგულება ორი თვის დამატებითი ხელფასის გაცემის თაობაზე იმ წინა ხაზზე მყოფი სამხედრო პირებისთვის, ვინც იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით წარმართულ ოპერაციებში იღებს მონაწილეობას.

 


პრინცი ხალიდი, ახალი ელჩი ვაშინგტონტში, მებრძოლი მფრინავია, რომელმაც წვრთნები შეერთებულ შტატებში გაიარა და რომელსაც საჰაერო დარტყმები აქვს განხორციელებული სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წინააღმდეგ.

 


მეფის განკარგულებაში ნათქვამია, რომ მინისტრებისთვის და სამთავრობო სფეროში დასაქმებულებისთვის ხელფასების ჩამოჭრა - პირველი შემთხვევა ქვეყანაში, სადაც შრომისუნარიანი საუდელი არაბების 2/3 საჯარო სექტორშია დასაქმებული - ნავთობის ფასების დაცემის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო.

 


გასული წლის იანვარში 1 ბარელი ნავთობის ფასი 28 აშშ დოლარამდე დაეცა. მას შემდეგ 1 ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 52 აშშ დოლარამდე გაიზარდა და მინისტრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში საბიუჯეტო შემოსავლები იმაზე უკეთესია, ვიდრე მოელოდნენ.

 


ხელფასების ჩამოჭრისას, მინისტრების გასამრჯელო 20%-ით შემცირდა, და მრჩეველთა საბჭოს, „შურას“ წევრებს ავტომანქანების შემწეობები 15%-ით ჩამოეჭრათ. დაბალი რანგის სამოქალაქო მოსამსახურეებისთვის ხელფასების ზრდა შეჩერდა და დამატებით დროში გაწეული სამუშაოს ანაზღაურება და წლიური შვებულებები შეიზღუდა.

 


ხელფასები და შემწეობები სამთავრობო ხარჯების 45% იყო 2015 წელს, რამაც თანხობრივად 128 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და რეკორდული, 98 მილიარდი აშშ დოლარის საბიუჯეტო დეფიციტი წარმოშვა, წერს BBC.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი