საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის წესის შესახებ დადგენილება გამოსცა
24-04-2017, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა.

 


დადგენილებაში განმარტებულია თუ როდის აქვს უფლება მოხელეს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება; ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოხელის შრომის ანაზღაურება და სამუშაო დროის ხანგრძლივობა; ღამის საათებში მომუშავე მოხელის უფლებები და მუშაობის განრიგი; დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის დანამატი და სხვა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული წესის მიზანია, დაცულ იქნეს ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში დასაქმებულ მოხელეთა უფლებები და განისაზღვროს საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის პროცედურები.

 


დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა ასეა განმარტებული:

 


ა) ნახევარ განაკვეთზე მუშაობა – სამუშაო, რომლის ხანგრძლივობა ნაკლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, მაგრამ არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები;

 


ბ) ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელშიც მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს;

 


გ) დასვენებისა და უქმე დღეები – საქართველოს ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენების დრო და უქმე დღეები;

 


დ) ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები – სამუშაო პირობები, გარემო ან/და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

 


დადგენილებაში ასევე დაზუსტებულია, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

 


2. ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.

 


ნახევარ განაკვეთზე მოხელის გადაყვანის წესი კი იმოქმედებს მაშინ თუ მოხელე დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნით. მოხელის წერილობით განცხადებას კი უნდა დაერთოს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგალითად: საავადმყოფო ფურცელი და სხვა).

 


საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან/და საამისოდ უფლებამოსილი პირი განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას მოხელის ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის ან/და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 


მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს:

 


ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით;

 


ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე;

 


გ) მოხელე ქალის შემთხვევაში – მშობიარობამდე;

 


დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე.

 


ნახევარ განაკვეთზე მყოფი მოხელის უფლებები

 


1. ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

 


2. ნახევარ განაკვეთზე მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 


ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოხელის შრომის ანაზღაურება

 


ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 


ღამის საათებში მუშაობა

 


1. საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დაწესდეს ღამის საათებში მუშაობა.

 


2. მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე.

 


3. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს.

 


4. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში.

 


5. მოხელე, რომელიც მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს.

 


6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნეს განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს.

 


ღამის საათებში სამუშაოდ მოხელის გადაყვანა

 


1. ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე.

 


2. ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

 


ღამის საათებში მუშაობის განრიგი და მომუშავე მოხელის უფლებები

 


1. საჯარო დაწესებულებაში ღამის საათებში მუშაობის განრიგს შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.

 


2. ღამის საათებში სამუშაოდ გადაყვანილი მოხელეების შესახებ ინფორმაციას ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ასახავს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 


3. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

 


ღამის საათებში მუშაობის დანამატი

 


1. მოხელეს ღამის საათებში მუშაობისათვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი.

 


2. მოხელის ღამის საათებში მუშაობისათვის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 


დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა

 


დასვენებისა და უქმე დღეებში საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი განისაზღვრება საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით.

 


მუხლი 15. დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი

 


დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება.

 

 

დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის დანამატი

 


1. მოხელეს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი.

 


2. მოხელის დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 


ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მუშაობა

 

 

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა.

 


2. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურეს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია.

 


ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის სამუშაოდ გადაყვანის წესი

 


1. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 


2. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

 


3. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში გადაყვანილ მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ.

 


4. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე.

 


5. საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია, განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი