მარინ ლე პენი მისი პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ პრეზიდენტობიდან გადადგა
25-04-2017, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატმა, მარინ ლე პენმა, რომელიც არჩევნების მე-2 ტურში გადავიდა, გამოაცხადა, რომ იგი „ეროვნული ფრონტის პარტიის“ ლიდერობიდან გადადგა.

 


ლე პენმა ფრანგულ ტელევიზიას განუცხადა, რომ იგი მომხრეების განხილვებსა და პარტიულ მოსაზრებებზე მაღლა უნდა იდგეს.

 


წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ემანუელ მაკრონი აშკარა ფავორიტია მე-2 ტურში, მაგრამ ლე პენმა თქვა: „ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

 


BBC წერს, რომ ფრანგული ტერმინი, რომელც ლე პენმა იხმარა, იმის სიგნალის მიმცემი იყო, რომ მისი პარტიის ლიდერობიდან გადადგომა დროებითი იქნება.

 


მან France 2-ს უთხრა, რომ საფრანგეთი „გადამწყვეტ მომენტს“ უახლოვდება.

 


ლე პენმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება იმის „ღრმა რწმენით“ იქნა მიღებული, რომ პრეზიდენტმა მთელი ფრანგი ხალხი უნდა გააერთიანოს.

 


„ამგვარად, ამ საღამოს, მე უკვე აღარ ვარ ეროვნული ფრონტის პრეზიდენტი. მე საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ“, თქვა მან.

 

 

მარინ ლე პენმა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის პოსტზე მამამისი ჟან-მარი ლე პენი 2011 წლის იანვარში შეცვალა. 

 


ამ სიმბოლური ნაბიჯით ლე პენს განზრახული აქვს აჩვენოს, რომ მისი საწუხარი მთელი საფრანგეთი და არა მისი პარტიაა და ამით იგი შეეცდება პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატების, განსაკუთრებით კი „რესპუბლიკელი“ ფრანსუა ფიონის მიმდევართა მხარდაჭერის მოპოვებას.

 


ამასობაში კი ფიონმა პარტიის ლიდერებს უთხრა, რომ „მას უკვე აღარ გააჩნია ლეგიტიმურობა“ გაუძღვეს პარტიას საკანონმდებლო არჩევნებში, რომელიც 7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს მოჰყვება.

 


მან თქვა, რომ იგი გახდება „ჩვეულებრივი აქტივისტი, როგორც ნებსიმიერი სხვა“.

 


ამას გარდა, საფრანგეთის დამარცხებული მთავარი პარტიები ემანუელ მაკრონის გარშემო გაერთიანდნენ, რათა არ დაუშვან ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში.

 


როგორც BBC იუწყება, მე-3 ადგილზე გასულმა „რესპუბლიკელმა“ ფრანსუა ფიონმა (19.9%) და „სოციალისტმა“ ბენუა ამონმა დაჟინებით მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ 7 მაისს ხმა მაკრონს მისცენ.

 


პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც ასევე განაცხადა, რომ იგი მხარს მაკრონს დაუჭერს.

 


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ათეული წლის განმავლობაში საფრანგეთის მემარცხენე ფრთის და მემარჯვენე ფრთის მთავარი პარტიებიდან არც ერთს არ დარჩა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში.

 


როგორც BBC იუწყება, ხმების 97%-ის დათვლის შედეგად, მაკრონმა ხმების 23.7%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო. სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 7 მაისს, მე-2 ტურში.

 


კვირას, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები, 5 დღის წინათ პარიზში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უმაღლესი ზომების პირობებში გაიმართა. არჩევნების უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი იყო განლაგებული.

 


საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა, ამავე დროს, საზღვარგარეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ხმის მიცემა შაბათს დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

 


არჩევნებში ერთმანეთს მეტოქეობას 11 კანდიდატი უწევდა, თუმცა, როგორც BBC კვირას, დილიდანვე იუწყებოდა, პრეზიდენტობის შანსი მათგან 4 კანდიდატს ჰქონდა - „კონსერვატორების“ წარმომადგენელ ფრანსუა ფიონს, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს, „ლიბერალ-ცენტრისტს“, ემანუელ მაკრონს და ულტრა-მემარცხენე ჯინ-ლუს მელენშონს.

 


საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური თემა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო.

 


BBC არჩევნების დღეს, კვირას, დილიდანვე წერდა, რომ სრული გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვების შანსი არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი