საქართველოს შეიარაღებული ძალები ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს
25-04-2017, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.

 

 

სამხედრო ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ყურადღება საბრძოლო დანაყოფების წარმატებაში უზრუნველყოფის ელემენტზე გაამახვილა და ლოგისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ლოგისტიკოსებს ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის ყველა პირობა ექნებათ. მან გაწეული სამსახურისათვის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ლოგისტიკოსები მედლებით - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I და II ხარისხი) დააჯილდოვეს. დღესვე, სნაიპერული შაშხანა 2 სამხედროს გადაეცა, 35 სამხედრო პირს კი, მადლობა გამოეცხადა. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, ლევან უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საავტომობილო ბაზაზე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერეს და საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლეს.

 

 

ლოგისტიკის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

 

უწყების ინფორმაციით, ლოგისტიკის დღე აღინიშნება სენაკშიც, სადაც II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური სწავლება ტარდება. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“. ამ სტრუქტურებით ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას საფუძველი ჩაეყარა. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოგისტიკის დღედ 25 აპრილი გამოცხადდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი