საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ორი წლით გახანგრძლივდება.
ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, ორი წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები. დღეისათვის, 2017 წლის ბოლომდე 65 მილიონი დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ასევე ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას“, აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.