ლოგისტიკის დღე დასავლეთ სარდლობაში ტაქტიკურ-ოპერატიული სწავლებით აღინიშნა
25-04-2017, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბმა ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური სწავლება - „აღალი 2017“ ჩაატარა. სამხედრო წვრთნები ძალების მიზიდვით სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო ლოგისტიკოსებისთვის პროფესიული დღის მისალოცად და ლოგისტიკურ სწავლებაზე დასასწრებად სენაკში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ჩავიდნენ. ღონისძიებას დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოგისტიკური სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების და ელემენტების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება იყო. სწავლების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბიქტორ სილაგაძემ სტუმრებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ადგილზე მოწყობილი მართვის და მომარაგების პუნქტი, ასევე საველე ლაზარეთი და სამედიცინო პოლიკლინიკა დაათვალიერებინა.

 


„აღალი 2017“ ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების II და III ქვეითი, II საარტილერიო ბრიგადების ლოგისტიკური ქვედანაყოფები, ასევე საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონი, სამედიცინო პოლიკლინიკა და სამხედრო პოლიცია მონაწილეობდა.

 


სწავლების დასრულების შემდეგ, პოლკოვნიკებმა ზაზა ჩხაიძემ, გიორგი მათიაშვილმა და მედეა ბეთაშვილმა, ასევე დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების მეთაურებმა საბრძოლო მომზადებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 30 სამხედრო ლოგისტიკოსი უწყებრივი მედლებით დაჯილდოვეს.

 


სენაკის პარალელურად, ლოგისტიკის დღე თბილისში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზაზე აღინიშნა, სადაც სამხედრო ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

 


1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“. ამ სტრუქტურებით ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას საფუძველი ჩაეყარა. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოგისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური სამსახურების მიერ სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი მოსამსახურეების სრული ლოგისტიკური უზრუნველყოფა ხორციელდება. სამხედრო ლოგისტიკოსები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც აქტიურად მონაწილეობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი