შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილისგან კრემლთან შეთანხმებით დანიშნულ ხელის ბიჭუნას, რომელიც იქნება მომავალი პრეზიდენტი, უკვე ვერაფერს ვერ ვუშველით“
25-04-2017, 22:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის არჩევის წესთან კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საწინააღმდეგოდ პროტესტის ქუჩაში გამოხატვას არ გამორიცხავს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ხალხისათვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წართმევის პირობებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად „ივანიშვილისგან კრემლთან შეთანხმებით დანიშნული ხელის ბიჭუნას“ მოსვლის პერსპექტივა ესახება, რომელსაც მისი თქმით, „უკვე ვერაფერს ვერ ვუშველით, და ეს იქნება სიტუაცია, როდესაც საბოლოოდ დაკანონდება დიქტატურა საქართველოში“.

 


ამის შესახებ ნათელაშვილმა კომენტარი ტელეკომპანია „იბერია“-ს გადაცემა „პრიორიტეტში“ გააკეთა.

 


„ისეთი ოპოზიციის რა ვთქვა, რომელსაც ქუჩაში გასვლისკენ გული არ ექაჩება. ეს არ დაიჯეროთ, რომ ოპოზიციას ქუჩაში გასვლა არ უნდა. სხვა საკითხია რა რესურსი აქვს ოპოზიციას, საზოგადოების განწყობის და თვითშეგნების დონე როგორია და რამდენად გადამწიფდება თუ მომწიფდება სიტუაცია, რომ მოხდეს კრიტიკულ წერტილზე მისვლა სახალხო გამოსვლების. ეხლა, მარტო გამოსვლები გამოსვლებისათვის, თუ შედეგს არ მოიტანს და არ გახდება ის მართლა მასობრივი და არ შეშინდება ხელისუფლება და არ დაიხევს უკან, ვერ იქნება ის, რაც სამომავლო ბრძოლაში გამოგვადგება - უფრო გაუტეხავს ხალხს გულს. ამიტომ, ეს გამოსვლა უნდა იყოს კარგად მომზადებული, შეთანხმებული პოლიტიკურ პარტიებთან, მობილიზებული, უნდა დაივიწყონ იქ პარტიებმა, მარჯვენა, მარცხენა, ცენტრი, მაშინ შენ იქ იდექი, აქეთ იდექი, წაძახებები, წამოძახებები, იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს გაკულაკებას, საქმე ეხება ქართველი ხალხისთვის მთავარი პოლიტიკური უფლების წართმევას, აირჩიოს საკუთარი სახელმწიფოს ხელმძღვანელი. ეს იგივეა, რომ გახადო კაცს და დატოვო შიშველი ქუჩაში, ან წაართვა პასპორტი და ცხვირწინ დაუხიო, ან წაართვა დაბადების მოწმობა და ზედ მელანი დაასხა ან საღებავი დაასხა და იმაზე უარესია კიდევ ეს. ამ გახდას, ტანსაცმელს და ამ პასპორტის დახევას ეშველება, მიხვალ, ახალს აიღებ, მაგრამ ივანიშვილისგან კრემლთან შეთანხმებით დანიშნულ ხელის ბიჭუნას, რომელიც იქნება მომავალი პრეზიდენტი, აი, მას უკვე ვერაფერს ვერ ვუშველით და ეს იქნება სიტუაცია, როდესაც საბოლოოდ დაკანონდება დიქტატურა საქართველოში“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი