ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ „ინტერ რაოსთან" დაკავშირებით, საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა.
„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ და წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაძლოა, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის საკმაოდ ხანგრლივი პროცესი", განაცხადა კახა კალაძემ.
„ტასის“ ცნობით, „ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.