გიორგი კვირიკაშვილი: სახეზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები - ჩვენ დროსა და სივრცეში აბსოლუტურად სწორად გაზომილი ნაბიჯები განვახორციელეთ
26-04-2017, 03:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, ამავდროულად, ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 


პრემიერის შეფასებით, სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების და რეფორმების 10 წელი განვლო და იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ.

 


„ეს არის სამსახური, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და ეს როლი მდგომარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ტოლობის ნიშნის დასმაში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს იმ ფუნქციების შესრულებაში, რომელიც სახელმწიფოს აკისრია და მეორე მხრივ უდიდესი ნდობის ჩამოყალიბებას შორის, რომელსაც დღეს ნამდვილად აქვს ადგილი საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაურმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც გულისხმობდა როგორც ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვას, ელექტრონული ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას, ასევე - საგადასახადო ლიბერალიზაციას.

 


„ამ რეფორმას, რომელიც ჩვენ ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში წამოვიწყეთ, უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ეს არ იყო მარტივად გადასადგმელი ნაბიჯები და ჩვენ, ვიცოდით რა, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქვეყნის განვითარებისთვის, გადავდგით ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა მივიღოთ ერთი მხრივ, მეტი ჟანგბადი კერძო სექტორში ახალი ინვესტიციებისთვის და მეორე მხრივ, მოგვიწია გარკვეული ფისკალური ზომების მიღება იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში დაგვეფინანსებინა საბიუჯეტო შემოსავლები. დღეს გვაქვს ფისკალური სურათის ძალიან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების პროცესი და ეს აღნიშნულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე - სარეიტინგო სააგენტოების მიერ. ეს ტენდენცია სახეზეა და ის შეუქცევადია. სახეზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ დროსა და სივრცეში აბსოლუტურად სწორად გაზომილი და გათვლილი ნაბიჯები განვახორციელეთ, რათა მიგვეღო ეს ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს“, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრის შეფასებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო მოგების გადასახადის გაუქმება და ე.წ ესტონური მოდელის დანერგვა, რაც მარტივი არ ყოფილა.

 


„მაგრამ, ამან მოიტანა ორი რამ: პირველი - გამოათავისუფლა ძალიან დიდი რაოდენობით საინვესტიციო რესურსი. მე ყოველდღე ვხვდები ბიზნესმენებს და მათგან ვისმენ, თუ რა რაოდენობით რეინვესტირება მოხდა სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე, რადგან ეს რესურსი გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან. მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი - მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ძალიან ცნობილი შოტლანდიელი ბიზნესმენის თომას დევარის სიტყვები. იგი გახლავთ შოტლანდიური ვისკის ჩამომსხმელი კომპანიის დამფუძნებელი და მან თქვა სიტყვები, რომელიც პირდაპირ ესადაგება დღევანდელ დღეს - „იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე გადაიხადო მოგების გადასახადი, არის ის, რომ დაამტკიცო, რომ შენ არ გაქვს გადასახდელი მოგების გადასახადი“. მოგების გადასახადისგან გათავისუფლებამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული წნეხის შემცირება კერძო სექტორზე, რადგან მათ ამის დამტკიცება აღარ უწევთ და პირდაპირ ახორციელებენ რეინვესტიციებს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი