თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, "დემოკრატიული მოძრობის" მხარდამჭერი ოთარ თავართქილაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებსა და "დემოკრატიული მოძრობის" ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, რომელიც ადგილზე ვითარების განმუხტვას ცდილობდა.
სასამართლოსთან "თავისუფალი ზონის" წევრები მივიდნენ, რომელთაც თან ბურჯანაძის საწინააღმდეგო ტრანსპარანტები ჰქონდათ. დაპირისპირება სწორედ მათსა და "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ბურჯანაძის მხარდამჭერების გაღიზიანება პლაკატზე წარწერამ - ნინო ბურჯანაძე ГРУ-ს აგენტი, გამოწვია.
მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც ე.წ 2011 წლის 26 მაისის საქმეს ეხება, დღეს ნინო ბურჯანაძე იკითხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.