ბუქარესტში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა
26-04-2017, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუქარესტში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოტროჩენის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კლაუს იოჰანიმ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. გამოითქვა იმედი, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას, ხალხთაშორის კავშირების გამყარებას და ტურიზმის განვითარებას.

 


საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ძირითადი მექანიზმის მნიშვნელობა და ამ მისიაში რუმინეთის მონაწილეობის როლი.

 


შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

 


რუმინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი