ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგია გამოცხადდა
26-04-2017, 23:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრ სახლში შეერთებული შტატების 100-ივე სენატორთან გამართული თათბირის შემდეგ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სტრატეგია გამოცხადდა.

 

 

BBC-ის ცნობით, უფრო ადრე შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა მოწინავე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის სამხრეთ კორეაში განლაგება დაიცვა.

 


დაძაბულობა გაზრდილია და შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი იარაღების გამოცდას გეგმავს.

 


„შეერთებული შტატები ცდილობს სტაბილურობას და კორეის ნახევაკუნძულის ბირთვულ განიარაღებას მშვიდობიანი გზით“, ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის და ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, დენ კოუტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

 


„ჩვენ ვრჩებით ღია ამ მიზნისადმი მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში დავიცვათ ჩვენი თავი და მოკავშირეები.

 


„პრეზიდენტის მიდგომა მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას ჩვენ მოკავშირეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ეკონომიკური სანქციების გაძლიერებით და დიპლომატიური ღონისძიებებით მოახდინოს მისი ბირთვული, ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გავრცელების პროგრამის დემონტაჟი“, აღნიშნულია განცხადებაში.

 


როგორც BBC წერს, ამერიკელები ღრმად არიან შეშფოთებულნი ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების ტექნოლოგიების განვითარებით. მათ სჯერათ, რომ ფხენიანს ამერიკის კონტინენტზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა ტრამპის პირველი ვადის ამოწურვამდე ექნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი