შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
27-04-2017, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-მ დმანისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით დმანისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება. სულ ამოღებულია 16,29617 გრამი ჰეროინი.

 

 

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტ.რ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)", ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი