თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
27-04-2017, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს და უკვე განხორციელებულ პროექტებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნენ.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქვალონის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.

 

 

„ქუჩაზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. პროექტის ფარგლებში, 2750 კვ.მ-ზე გზის დაზიანებული საფარი მოიხსნა, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. აღნიშნულ გზაზე, უახლოეს დღეებში ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება. ხონის ქუჩის მცხოვრებლები კი ახალი კეთილმოწყობილი გზით უკვე სარგებლობენ. 530 კვ.მ-ზე ქვაფენილის დაგება დასრულდა, ხოლო დარჩენილი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. ხონის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 60-იანი წლების შემდეგ არ მოწესრიგებულა. დღესვე, გიგა ნიკოლეიშვილი და ზურაბ ჩიკვილაძე ნორიოს აღმართსა და მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე სკვერებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ. ორივე სკვერში დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორი, შეიცვალა დაზიანებული ინვენტარი. უახლოეს პერიოდში მოეწყობა კაუჩუკის საფარი. 2017 წელს, ჩუღურეთის რაიონს კიდევ 4 ახალი სკვერი შეემატება, ხოლო არსებულ 32 სკვერის აღდგენა მოხდება", აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი