რუმინეთის სენატის პრეზიდენტი: საქართველო არის მაგალითი ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით
27-04-2017, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა სენატის პრეზიდენტთან, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან გამართა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობას. აღინიშნა ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ, სადაც ასახულია სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტები.

 


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედება, რაც საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარებად შეაფასა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატის პრეზიდენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 


„საქართველო არის მაგალითი ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები ამით, რადგან რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს," განაცხადა კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ შეხვედრაზე.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.

 

 


რუმინეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას კარგად ესმის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ მიმართულებით რუმინეთი კიდევ უფრო გააქტიურებს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინელი დამკვირვებლების როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრმა სენატის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი