რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი: ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან
27-04-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით დაიწყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა, ლივიუ დრაგნეამ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

 

 

მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ლივიუ დრაგნეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი რუმინეთისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დღეიდან კიდევ უფრო მაღალ, სტრატეგიულ დონეზე გადავიდა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა და ლივიუ დრაგნეამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველო და რუმინეთი იწყებენ დეკლარირებული მიზნებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას - უახლოეს პერიოდში მუშაობას შეუდგება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ კონკრეტული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს.

 

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები დაინტერესებულები არიან მაქსიმალურად აითვისონ სხვადასხვა სექტორში არსებული უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით გააქტიურება ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტი და ახლო მომავალში გაიმართება ბიზნესფორუმები ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

 

 

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინეთის უდიდეს როლს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი