ანგელა მერკელი დიდ ბრიტანეთს „ბრექსიტის“ „ილუზიებზე“ აფრთხილებს
27-04-2017, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბრიტანელ ხალხს ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით „ილუზიები“ აქვს და ამავე დროს დიდი ბრიტანეთის „ბრექსიტის“ პირობების მიღწევას ცდილობს.

 


მომავალი ურთიერთობები განხილვის საგნად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს, როცა უკვე გასვლის საკითხები - ისეთი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის გადასახადები ევროკავშირის ბიუჯეტში - გადაწყდება, უთხრა მან გერმანელ პარლამენტარებს.

 


„ბრექსიტის“ მოლაპარაკებების შედეგზე საუბრისას მერკელმა თქვა, რომ „ზოგიერთს, დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ილუზიები ამ მოგებაზე“.

 


„ეს მხოლოდ დროის ფლანგვა იქნებოდა“.

 


შაბათს, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა შედგება, სადაც „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ერთობლივი მოლაპარაკებების გამართვის პოზიციებს შეაჯერებენ.

 


მერკელი ასევე დაჟინებით ირწმუნება, რომ „მესამე ქვეყანას - როგორიც იქნება დიდი ბრიტანეთი - არ შეიძლება ჰქონდეს და არც ექნება იგივე უფლებები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ.

 


„ევროკავშირის ყველა, 27-ივე ქვეყანა და ევროკავშირის ინსტიტუტები თანხმდებიან ამის შესახებ“, უთხრა მან ბუნდესტაგს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას.

 


მერკელმა თქვა, რომ „ბრექსიტის“ პრიორიტეტები, რაც დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს - ეს არის ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები დიდ ბრიტანეთში; ბრიტანელების უფლებები კონტინენტურ ევროპაში და ბრიტანეთის მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები.

 


„რაც უფრო მალე იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზად კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო მალე შევძლებთ შევუსაბამოთ მისი სურვილი მომავალი ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ განიხილავს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ ურთიერთობებს. ეს მხოლოდ ამ შედეგის დადგომით იქნება გაკეთებული.

 


მან ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 100 000 -მდე გერმანელის ინტერესების დაცვის საჭიროებას, თუმცა განაგრძო და თქვა: „ჩვენ ასევე მზად ვართ ბრიტანელი მოქალაქეებისთვის სამართლიანი შეთავაზებისთვის გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში.

 


„ისინი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და ასეთივედ უნდა დარჩნენ“.

 


ევროკავშირის ოფიციალური პირების შეფასებით, ევროკავშირის საბიუჯეტო კანონების თანახმად, დიდ ბრიტანეთს 60 მილიარდი ევროს (51 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) გადახდა მოუწევს. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მთავრობა ამ ოდენობის თანხას არ გადაიხდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი