გიორგი მარგველაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა
28-04-2017, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საპრეზიდენტო კამპანიით „მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 


ფოკის დედათა მონასტერთან არსებული მაღაზია მომხმარებელს ნატურალური ქართული პროდუქციის - ჯემების, მურაბების, ტკბილეულის, ჩაის, საიუველირო ნაწარმის, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 

 

პრეზიდენტმა ასევე კომპანია ჯორჯიან ბიზნეს ზონაც” დაათვალიერა, რომელიც 2008 წელს ფონდის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

 


კომპანია ამ ეტაპზე უკვე 350 -მდე ფერმერისაგან იბარებს ნედლ რძეს და რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა კომპანიის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში ექმნებათ. საკითხი ძირითადად რეალიზაციის ეტაპზე შექმნილ, კონსიგნაციის პრობლემას შეეხებოდა, რომელიც მეწარმეთა აზრით, პროდუქციის წარმოების პროცესსაც აფერხებს.

 


საკითხში გარკვევის დავალება გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკურ მრჩეველს მაია მელიქიძეს მისცა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენს შეხვდება და პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას შეეცდება.

 


როგორც მაია მელიქიძემ აღნიშნა, მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა ქართველ მწარმოებელს აქვს და აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს.

 


მაია მელიქიძის განცხადებით ქართული წარმოების გაძლიერებით, საქართველოს მოსახლეობა აძლიერებს ქართულ ეკონომიკას და ეხმარება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი