ზიგმარ გაბრიელი: თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, ქართველებს უნდა გაესაუბროთ
28-04-2017, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპის მიმართ შიგნით არსებული სკეპტიციზმისგან განსხვავებული აზრის მოსმენა თუ გსურთ, თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს, ქართველებს უნდა გაესაუბროთ“, - საგარეო უწყების ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეთანხმება ქართველი კოლეგების შეფასებას ევროპის უნიკალურობის თაობასა და იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პროექტი, არც ერთი რეგიონი სადაც ადამიანებს ასეთ მშვიდობიან, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ ცხოვრება.

 

 

საქართველოს ხედვას ევროკავშირთან მიმართებაში გაბრიელმა განსაკუთრებული უწოდა და აღნიშნა, რომ სულ რაღაც 60-იოდე წლის წინ ევროპული წარსული, ომებისა და ერთმანეთთან დაპირისპირებისგან შედგებოდა და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელების აზრით ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მშვიდობა თავისთავად არ მოდის და მისთვის მუდმივად ბრძოლაა საჭირო, რაც საქართველოს კარგად მოეხსენება.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზიგმარ გაბრიელმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ქართველი სტუმრების მიღებით და ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების დევიზის - მომავლის მემკვიდრეობა - განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მისი აზრით, ეს სიტყვები გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყანა წინაპრების მიერ შექმნილი და შთამომავლობისთვის გადმოცემული ძვირფასი განძის მფლობელია, რომელსაც მისი თქმით გაფრთხილება და სათანადო მოპყრობა სჭირდება, რათა ორივე ქვეყანამ მიიღოს სარგებელი.

 

 

„მომავლის მემკვიდრეობა - სიტყვების ეს თამაში და ის ფაქტი, რომ ეს ერთი წელი 18 თვე გრძელდება გვიდასტურებს იმას, რომ დრო პირობითი ცნებაა“ აღნიშნა გაბრიელმა.

 

 

ზიგმარ გაბრიელმა საქართველოს ევროკავშირთან და ზოგადად ევროპასთან დაახლოებაზე ისაუბრა და ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა პოლიტიკური ცნებაა, მეტად ფასეულობებზე დაფუძნებული, ვიდრე გეოგრაფიულ მდებარეობაზე და განმარტა, რომ ევროპა გულისხმობს ადამიანების უნივერსალურ უფლებას თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და რომ დასავლეთი არის იქ, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება გადანაწილებულია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია და წარმომადგენლობითი დემოკრატია სუფევს.

 

 

„სავარაუდოდ ისე, როგორც არც ერთი სხვა სახელმწიფო ევროპის სამეზობლოში, საქართველო მიუყვება სწორედ ამ ნორმატიულ გზას დასავლეთისკენ, არამხოლოდ როგორც ტექნოკრატიული მთავრობის პროექტი, არამედ მას გააჩნია საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უწყვეტი მხარდაჭერა, და ყოველივე ეს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ნამდვილად არც მოკლეა და არც მარტივი. ეს არის სწორედ შთამბეჭდავი და გერმანია მხარს უჭერს ამ ტრანსფორმაციის კურსს უკვე ორი ათწლეულია და ასე გააგრძელებს“ განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა გერმანიის სურვილი, განაგრძოს საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების პროცესის მხარდაჭერა საზოგადებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი უწოდა და დასძინა, რომ ამ ფუნქციასთან ერთად, საქართველოს მომავალი პოლიტიკურად დასავლეთის წევრობაშია.

 

 

„საქართველო არამარტო სწრაფი ნაბიჯებით მიდის დასავლეთისკენ, არამედ ამავდროულად წარმატებით აღმოაჩინა თავისი აზიური მხარეც - შავ და კასპიის ზღვებს შორის ხიდის ფუნქცია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ენერგო პოლიტიკის მიმართულებით. ეს სწორედ მოწმობს იმას, რომ დასავლეთის იდეა არ არის გეოგრაფიული ცნება არამედ პოლიტიკური“, -განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

 

 

მან ასევე ისაუბრა გერმანიის დიდ სურვილსა და პოლიტიკურ ინტერესზე, რომ შავი ზღვის რეგიონი და კავკასია კვლავ მშვიდობიანი თანაცხოვრების, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ადგილს წარმოადგენდეს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ამაში დიდი წვლილი შეაქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი