საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ
28-04-2017, 05:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთში დისლოცირებულ ქვედანაყოფებში სტუმრობამდე, დიპლომატებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ, სამსახურების უფროსებთან ერთად, სარდლობის შტაბში უმასპინძლა. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის ატაშეებს აღმოსავლეთ სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობის საკითხებს შეეხო. დიპლომატებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

 


აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების გაცნობა დიპლომატებმა I ქვეით ბრიგადაში სტუმრობით დაიწყეს. სამდღიანი ტურის ფარგლებში, ისინი I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ბრიგადების ხელმძღვანელებმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დასრულებული, ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

 


ტურის ფარგლებში სამხედრო ატაშეები IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“-ის მიმდინარეობასაც გაეცნენ და უწყებათშორისი სწავლების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს.

 


აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში სტუმრობა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

 


უწყების განმარტებით, სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატებს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი