შალვა ხუციშვილი: არანაირ შეხვედრას ღოღობერიძესთან იზოლატორში ადგილი არ ჰქონია გარდა გამომძიებლისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და თავისივე ადვოკატისა
28-04-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ბათუმში მომხდარი არეულობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

 

ხუციშვილი ინფორმაციას, რომ მერაბ ღოღობერიძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში „სუს-ის თანამშრომლისთვის ხელის დადებას აიძულებდნენ“, უარყოფს.

 

 

მისი თქმით, ბრალდებულთან ადვოკატის, გამომძიებლის და სახალხო დამცველის წარმომადგენლის გარდა, არავინ შესულა.

 

 

ვინმე ყიფიანი არის თუ არა სუს-ის თანამშრომელი, დაადო თუ არა ხელი ღოღობერიძემ მას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არანაირ შეხვედრას ღოღობერიძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილი არ ჰქონია გარდა გამომძიებლისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და თავისივე ადვოკატისა. მე მაქვს პასუხისმგებლობა იზოლატორების საქმიანობაზე და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ამ თემის შემდგომი განვრცობა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება მისთვის შეთავაზება გაეკეთებინა, მიზანშეწონილი არაა. მე საგანგებოდ მოვიკითხე ყველა კამერის ჩანაწერი, რომელიც იზოლატორშია დამონტაჟებული. მათი შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

 

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის თქმით, როგორც მას ღოღობერიძემ უთხრა, მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შესულმა პიროვნებამ მოსთხოვა, მიეცა ჩვენება, თითქოს მას აჭარაში მასობრივი არეულობისა და ძალადობის ორგანიზება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვინმე ყიფიანმა დაავალა, სანაცვლოდ კი, 20 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლებდნენ. რაზეც ღოღობერიძის თქმით, მან უარი განაცხადა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი