„ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის“ კურსი დასრულდა
28-04-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის“ კურსი დასრულდა. თავდაცვის უწყების ცნობით, კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

 


ტრენინგის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუტურებში დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირებმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლები, სტრუქტურა და რეგულაციები შეისწავლეს. კურსის მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

 


სამინისტროს განმარტებით, კურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მიზნად ქართული მხარისთვის ესტონური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია BHC Laboratory ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ტრენინგს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ესტონელი ექსპერტი გენ ვაგულა უძღვებოდა. ესტონეთი საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი