იან კელი: საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები
28-04-2017, 11:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები, აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ამერიკა საქართველოში პოზიტიურ ცვლილებებს „ძალიან აფასებს".

 

 

„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული სიძნელეები ამ გზაზე და სწორედ ამიტომაც, ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს, იდგა მის გვერდით და განახორციელა დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის დახმარება და ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, აღნიშნა ელჩმა.

 

 

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოვიდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი