გიორგი კვირიკაშვილი: შევძელით 70-წლიანი ტოტალიტარული მმართველობით დაკნინებული ქვეყნის გარდაქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ
29-04-2017, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ფორუმი იმართება.

 

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ამერიკის სტრატეგიულ როლზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები გვერდით უდგას საქართველოს.

 

 

„ამ მოკლე ისტორიულ პერიოდში ჩვენმა პატარა ქვეყანამ დაძლია სიღარიბე, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და მათი ნაწილის ოკუპაცია მეზობლის მიერ, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება საქართველოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გარე თუ შიდა გამოწვევებისა, ჩვენ მაინც შევძელით 70-წლიანი ტოტალიტარული მმართველობით დაკნინებული ქვეყნის გარდაქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ. მართალია, წინ კიდევ დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა საქართველოს ჩამოყალიბება სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანად. რასაკვირველია, ამ წარმატებისთვის ერთპიროვნულად არ მიგვიღწევია. ჩვენ გვერდში მეგობრები და მოკავშირეები იდგნენ, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ვალის დაბრუნება და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა," განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რამაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს განვითარებისთვის და ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

 


„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს თითქმის 4 მილიონს და რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა; ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა; მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა; მსოფლმხედველობისა და, ზოგადად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირსა და ნატოსთან და ჩვენი მიზანია ახლო მომავალში ამ ორ ორგანიზაციაში შესვლა," აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე, უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, შექმნა მსოფლიოში მომხიბვლელი ბიზნესგარემო, გახდა უმნიშვნელოვანესი კვანძი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე.

 


„ჩვენს რეგიონს სჭირდება საქართველო, როგორც ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ერთმანეთთან ჰარმონიაში მოგვყავს ჩვენი ინფრასტრუქტურა და ნორმატიული ბაზა, რათა ვიქცეთ შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში ისეთ ადგილად, სადაც ჩქეფს ბიზნესი, სადაც ერთმანეთს ხვდება სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები და სადაც ღირებულებათა ჯაჭვები ერთმანეთთანაა შერწყმული. საქართველო არამხოლოდ მზად არის, შეასრულოს დერეფნისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის როლი ჩვენს რთულ რეგიონში, არამედ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იყოს აშშ-ის საყრდენი, სანდო პარტნიორი და ჩვენი საერთო პოლიტიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტერესების ერთგული დამცველი. გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას ჩვენი ახლო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველზე, ძალიან მალე ამერიკასთან ორმხრივმა ვაჭრობამ შეიძლება მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს," აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩებს, რომლებიც საქართველოში 25 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ.

 


ფორუმი - „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე" აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გახსნა . დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმის გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები- რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი