შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
29-04-2017, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართულ ქვედანაყოფთან ერთად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ.

 


პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში დაბრუნება მიულოცა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ქართველ სამხედროებს სამომავლოდ წარმატება უსურვა.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ასეულის მთავარი ამოცანა სამხედრო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

 


I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული, როტაციის წესით, მე-12 ბატალიონის „ბრავო ასეულმა ჩაანაცვლა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი