დონალდ ტუსკმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს წარმოადგინოს „სერიოზული პასუხი“, თუ რა ბედი ელით დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეებს „ბრექსიტის“ შემდეგ
29-04-2017, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს წარმოადგინოს „სერიოზული პასუხი“, თუ რა ბედი ელით დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეებს „ბრექსიტის“ შემდეგ, ანუ როცა გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს.

 


„ჩვენ გვჭირდება გარანტიები“, თქვა მან ბრიუსელში მას შემდეგ, რაც 27 წევრისაგან შემდგარი ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ბლოკის „ბრექსიტის“ მოლაპარაკებების სახელმძღვანელო გეგმას.

 


როგორც BBC წერს, ევროკავშირის მოქალაქეების დიდ ბრიტანეთში ცხოვრების, მუშაობის და სწავლის უფლებები ერთ-ერთია სამ საკითხს შორის, რომელიც ბრიუსელის მესვეურებს სურთ, რომ „ბრექსიტის“ მოლაპარაკებების პირველ ფაზაში მოაგვარონ.

 


მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის 8 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ტუსკმა მოქალაქეების უფლებები ცენტრალურ საკითხად დააყენა პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ლიდერებმა - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის გამოკლებით - რამდენიმე წუთში, ყოველგვარი განხილვების გარეშე, ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი სახელმძღვანელო გეგმას.

 

 


„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისაგან, ასევე ჩემი ლონდონში ვიზიტისას, რომ ისინი მზად არიან სწრაფად დაეთანხმონ ამ საკითხს“, თქვა მან.

 


„მაგრამ მე მსურს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გარანტიები ჩვენი ხალხისთვის, რომ იცხოვრონ, იმუშაონ და ისწავლონ დიდ ბრიტანეთში.

 


„იგივე ეხება ბრიტანელების“ ცხოვრებას ევროპულ კონტინენტზე, განაგრძო მან.

 


დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ და ევროკავშირის არაბრიტანელი მოქალაქეები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, ვარაუდობენ, რომ 4.5 მილიონს შეადგენენ.

 


დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო ვადად 2019 წლის 29 მარტი განისაზღვრა და ნებისმიერი დროით ამ ვადის გახანგრძლივება საჭიროებს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას.

 


2019 წლის მაისსა ან ივნისში ევროპული პარლამენტის არჩევნები დიდი ბრიტანეთის გარეშე ჩატარდება.

 


„ბრექსიტის“ ნებისმიერი შეთანხმება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების და ევროპული პარლამენტის მხრიდან რატიფიკაციას საჭიროებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი